პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება უდაბნოს საჯარო სკოლაში
03-06-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე იზრდებიან, პედაგოგები მათ სამშობლოსადმი სიყვარულს უღვივებენ და პატრიოტიზმს ასწავლიან.

ამჯერად, უდაბნოს საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება პატრიოტულ თემაზე, მასში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი  მუსიკის მასწავლებელი ნათია საბაშვილი გახლდათ. 

ღონისძიებაზე ბავშვებმა წაიკითხეს პატრიოტული თემატიკის ლექსები და იმღერეს შესაბამისი სიმღერები და კიდევ ერთხელ დააფასეს თავიანთი ქვეყანა.

პატარებმა საგანგებოდ მოაწყვეს სცენა და საზეიმოდ გამოწყობილებმა შთამბეჭდავი სანახაობა დადგეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203