
უწიგნოდ, რომ თვალსაწიერის ისარი მოკლეა კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათ მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და მოზარდების წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
შესაბამისად, მე-3ა კლასის მოსწავლეები წიგნის ჩუქების კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ და ერთმანეთს დიდი სიხარულით უსახსოვრეს წიგნები.
სკოლაში მოსწავლეთა მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესი ახარებთ. მსგავსი აქტივობები კი დირექციის მხრიდან წახალისებული და მხარდაჭერილია.
იხილეთ ფოტოები: