„ჩემი ხელწერა“ - კალიგრაფიის კონკურსი კერძო სკოლა „ჰელიოსში“
30-05-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებით, სექტემბრიდან სასწავლო წლის მიწურულამდე სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა მოეწყო, რომელმაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

მათ შორის აღსანიშნავია კალიგრაფიის კონკურსი - „ჩემი ხელწერა“, რომელიც I კლასში ჩატარდა. 

„კალიგრაფია, როგორც ლამაზად წერის ტექნიკა და როგორც ხელოვნება, უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე“, - სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა კონკურსიც, რომელშიც პატარები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. 

პედაგოგმა პატარებს განუმარტა, რომ კალიგრაფიულად წერისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ესთეტიკა: ქართული ანბანი იმდენად მუსიკალურია, იმდენად ხატოვანია, რომ შეუძლებელია, ლამაზად წერო და შენს შინაგან სამყაროზე წარუშლელი კვალი არ დატოვოს, არ დაიხვეწოს შენი მხატვრული ხედვა და ესთეტიკა. 

მოსწავლეებმა პედაგოგის რეკომენდასციები გაითვალისწინეს და ლამაზი ნამუშევრები შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203