„ჰელიოსელებმა“ ოცნების ასრულება წარმოსახვით შეძლეს“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-6 კლასელებმა „დროში იმოგზაურეს“
31-05-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი ზღაპრულ თავგადასავალს ჰგავს, პედაგოგები კი, მოსწავლეებს ამ სამყაროში მეგზურობას უწევენ და მათთვის ყოველ გაკვეთილს დაუვიწყარს ხდიან. 

ამის ნათელი მაგალითია მე-6 კლასის მოსწავლეების „დროში მოგზაურობაც“, - შთაბეჭდილებებით აღსავსე გაკვეთილი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა არა მხოლოდ ცნობიერება აიმაღლეს, არამედ მათი წარმოსახვებით, შთამბეჭდავი შემოქმედებითი ნამუშევრები შექმნეს. 

„ჰელიოსელებმა თავიანთი ოცნების ასრულება წარმოსახვის საშუალებით შეძლეს“, - სწორედ ასე შეაფასეს სკოლაში გაკვეთილი, რომელმაც მოსწავლეთ დიდი ინტერესი გამოიწვია. 

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დასასრულს უახლოვდება და მოსწავლეები საზაფხულო არდადეგებამდე დღეებს ითვლიან, კერძო სკოლა „ჰელიოსში“ არც სწავლის ტემპი შენელებულა და არც მოსწავლეთა მოტივაცია დაკლებულა, პირიქით ყოველი სასწავლო დღე წინას სჯობს და ამას სკოლის ორიგინალური აქტივობებიც მოწმობს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203