გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველ სასწავლო წელს შთამბეჭდავი ღონისძიებით დაემშვიდობნენ
30-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის მრავალფეროვანი დღეებით გაჯერებულ პირველ სასწავლო წელს, შთამბეჭდავი დასასრულიც ჰქონდა. 

პირველკლასელებმა მოაწყვეს „ანბანის გაცილება“, მიღებული ცოდნა ღონისძიებით შეაჯამეს და დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა წარუდგინეს.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელმა კრისტინა ბიჩახჩიანმა სცენაზე მიიწვია მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს ანბანის ყველა ასო-ბგერა ლექსებით, იცეკვეს, იმღერეს და გამოავლინეს ის უნარები, რაც სასწავლო წლის განმავლობაში აითვისეს.

კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს გადასცა პირველი კლასის დამთავრების სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ ჩაიარა მხიარულ, თბილ გარემოში და გახდა დაუვიწყარი თითოეული პატარასთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203