კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-3 კლასელთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მცხეთა-მთიანეთში
29-05-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მე-3 კლასის მოსწავლეები მცხეთა-მთიანეთს ესტუმრნენ. 

ექსკურსიის ფარგლებში მათ მოინახულეს ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი და სამთავროს დედათა მონასტერი. გაეცნენ მათთვის საინტერესო, ისტორიულ ფაქტებს.

საქართველოს ბუნება მრავალფეროვან სანახაობას გთავაზობს, თუმცა ჯვრის მონასტერში სტუმრობისას გადაიშალა ულამაზესი გამორჩეული ხედი - ადგილი, სადაც ორი დიდი მდინარე ერთმანეთს უერთდება. სწორედ ამ შესართავთან მდებარეობს ქალაქი მცხეთა - საუკუნოვანი ისტორიითა და გასაოცარი ძეგლებით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, უწყვეტად დასახლებული ქალაქია - ნანახი მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

მე-3 კლასელები ექსკურსიიდან ახალი ინფორმაციითა და ცოდნით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203