კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით უფლისციხეს სტუმრობდნენ
28-05-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მასწავლებლები სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებს მიმართავენ, მათ შორისაა ექსკურსია. აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა, შესაბამისად პედაგოგები სასწავლო-შემეცნებითი ტურებით მოსწავლეებს ანებივრებენ. 

ამასთან, საქართველო უდიდესი და უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია უამრავი საინტერესო და შთამბეჭდავი კულტურული ძეგლის არსებობით. 

წაკითხულის უკეთ აღქმისა და გაცნობის მიზნით, მეოთხეკლასელები ეწვივნენ უფლისციხეს- კლდეში ნაკვეთ ქალაქს, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მოსწავლეებმა ასევე მოაწყვეს პიკნიკი და შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე დიდი მხიარულებით დაასრულეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203