გორელოვკის N1 სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის წარმატებით შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს
28-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ქართულ ენაში შესწავლილი ცოდნა კი საზეიმო ღონისძიებით შეაჯამეს. ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ნარგიზ პოდოსიანის ხელმძღვანელობითა და პირველკლასელების მონაწილეობით ღონისძიება - „ქართული ანბანის გაცილება“ ჩატარდა.

ღონისძიება დაიწყო ქართული ენის შექმნის ისტორიით, შემდეგ კი, გაგრძელდა ანბანის ასოებსა და დედაენაზე ლექსებით. 

მოსწავლეებმა ღონისძება დიდი სიხარულითა და მონდომებით გამართეს, ბევრი იმხიარულეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს პირველი კლასის წარმატებით დასრულებისთვის სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203