
ღირებულებებს და პროფესიონალი პედაგოგების წყალობით იღვივებენ იმ ფასეულობებს, რაც ქართველ ხალს ოდითგანვე მიასწრაფებდა თავისფლებისკენ.
თავისუფალ საქართველოში გაზრდილი „ჰელიოსელებიც“, განსკუთრებით აფასებენ ამ დიდი მონაპოვარს და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულით აღნიშნავენ 26 მაისს, თარიღს, რომელიც დიდი ასოებითაა ჩაწერილი საქართველოს ისტორიაში.
„ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შეძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას, დამოუკიდებლობა ხო ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“ - ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს არ ისე შორეული ისტორია.
ღონისძიებაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიც წაიკითხეს და ომახიანად, სიამაყით გააჟღერეს სიტყვები: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენა იყო ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა განუყოფელია მისი ევროპული მომავლის განცდისაგან. ასე იყო 1918 წელს და ასეა დღესაც!“.
იხილეთ ფოტოები: