
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში დაირეკა.
მე-12 კლასელებისთვის, სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში შთამბეჭდავი სანახაობა დადგეს - იცეკვეს, იმღერეს. მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს და თბილი სიტყვებით მიმართეს სკოლის დირექტორმა - ტატიანა კარევამ, კლასის დამრიგებელმა - იური გონჩაროვმა, პირველმა მასწავლებელმა გალინა კალმიკოვამ.
მეთორმეტეკლასელების მშობლებმა კი მადლობა გადაუხადეს აღმზრდელ მასწავლებლებს მათი დაუღალავი შრომისა და ზრუნვისათვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ასევე საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ კლასის დამრიგებლის - ლია გოგოლაძის ხელმძღვანელობით.
ეს დღე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: