კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა ცნობილი მიუზიკლებიდან ეპიზოდები გააცოცხლეს და სასცენო ხელოვნების ჟანრი სიღრმისეულად შეისწავლეს
24-05-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ახლახან, მოსწავლეები სასცენო ხელოვნების ერთ-ერთ პოპულარულ ჟანრს - მიუზიკლს გაეცნენ. 

VI კლასის მოსწავლეებმა მოსწავლეებმა შეისწავლეს, რომ მიუზიკლი მუსიკალური-სასცენო ნაწარმოებია (უმთავრესად კომედიური ხასიათისა), რომელშიც გამოყენებულია ესტრადის, საბალეტო მუსიკის, ქორეოგრაფიისა და საოპერო ხელოვნების გამომსახველობითი საშუალებები, შემდეგ კი წარმოადგინეს პრეზენტაცია, თუ როდის, სად და როგორ შეიქმნა ეს ჟანრი, როდის შემოვიდა საქართველოში.

მოსწავლეებმა ასევე ნახეს რამდენიმე ნაწყვეტი და თვითონაც შეასრულეს ნომრები ცნობილი მიუზიკლებიდან.

სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203