
გორელოვკის N1 საჯარო სკოლა პროექტში „ჩვენ ვასურათებთ მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს“ მონაწილეობდა.
ღონისძიებას კულტურის სამინისტროს არამატერიალური მემკვიდრეობის სააგენტო ხელმძღვანელობდა და მასში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილობდნენ.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს არამატერიალური მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა გახსნეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეთა ნახატები გამოიფინა, წარადგინეს ზღაპრის წიგნის პრეზენტაცია, სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები გამოწყობილი იყვნენ ეროვნულ სამოსში და შეასრულეს ნაციონალური სიმღერები და ცეკვები.
ღონისძიება ფურშეტით დასრულდა.
გორელოვკის N1 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს სკოლის ჩართვისათვის აღნიშნულ პროექტში და ნინოწმინდის მერიას მხარდაჭერისათვის და დახმარებისათვის.
იხილეთ ფოტოები