
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები „ვეფხისტყაოსანს“ სიამაყით სწავლობენ, აფასებენ მის ლიტერატურულ ღირებულებას და ახარებთ, რომ შოთა რუსთაველის ქვეყანაში ცხოვრობენ.
ახლახან, სკოლა „ჰელიოსის“ მერვე კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს პოემის ხუთი ეპიზოდი, გაეცნენ მხატვრების ილუსტრაციებს და თავადაც შექმნეს შერჩეული ეპიზოდის მიხედვით ნახატები.
„სიამაყეა ქართველი მწერლის შოთა რუსთაველის - „ვეფხისტყაოსანი“- ერთხმად აღნიშნავენ მოსწავლეები და პოემას ხალისითა და დიდი შემართებით ეუფლებიან.