კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ტაუმატროპი და ფენაკისტოსკოპი შექმნეს
22-05-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსი“ მრავალფეროვანი და მეტად საინტერესო სასკოლო ცხოვრებით გამოირჩევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, მოსწავლეები კინემატოგრაფიის შექმნის ისტორიას გაეცნენ. 

„ადამიანს უძველესი დროიდან ჰქონდა კადრების ამოძრავების ექსპერიმენტული მცდელობები. დროთა განმავლობაში ოპტიკური მოწყობილობებისა და მათი ვიზუალური შესაძლებლოების განვითარების საფუძველზე ყალიბდება კინემატოგრაფი“,- აღნიშნავენ თემით გატაცებული  VIბ კლასი მოსწავლეები, რომლებიც ახლახან ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ:

ფოტო და ვიდეოკამერის შექმნისა და ეტაპობრივად დახვეწის ისტორიას – პირველი კინოს გადაღებამდე;

ოპტიკურ ხელსაწყოებსა და პირველ საპროექციო საშუალებას „ჯადოსნურ ფარანს“;

 პირველი ფილმების შექმნის თავისებურებებს.

 პროგრამა დასრულდა აქტივობით, რის შედეგად მოსწავლეებმა დამოუკიდებლად გააკეთეს კადრის ამოძრავების მსოფლიოში პირველ ხელსაწყოები - ტაუმატროპი და ფენაკისტოსკოპი.

მოსწავლეები მუზეუმიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203