კერძო სკოლა „ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ვარიანს სტუმრობდნენ
22-05-2024
„ცნობილია, რომ სასკოლო ექსკურსია მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში. ის რასაც წიგნებში ვკითხულობთ, სხვადასხვაგვარად აღიქმება მათი მონახულების დროს. მათზე ინფორმაციის მიღება კი ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვას უწყობს ხელს“,- აღნიშნავენ კერძო სკოლა „ჰელიოსში“, სადაც ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს ხშირად მიმართავენ. 

ზემოთ აღნიშნული მიზნით კი ახლახან, V კლასის მოსწავლეები ვარიანში იმყოფებოდნენ.

მე-5 კლასელებმა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბევრი ახალი შეიტყვეს და შეიმეცნეს. 

ბავშვებმა კიდევ, ერთი სამახსოვრო დღე შემატეს სასკოლო ცხოვრებას, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სკოლაში ახალი შთაბეჭდილებებით, ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203