კერძო სკოლა „ჰელიოსის“ ფრანგული ენის ჯგუფის მოსწავლეთა მწვანე გაკვეთილი ილიას ბაღში
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისით ეუფლებიან, შეძენილ ცოდნას კი პრაქტიკაში წარმატებით იყენებენ.
ახლახან, Vა კლასის ფრანგული ენის ჯგუფის მოსწავლეებს გასვლითი ღონისძიება ჰქონდათ ილიას ბაღში. ჩატარდა მწვანე გაკვეთილი, აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო იყო.
ყველაზე დასამახსოვრებელი კი ფრანგულ კაფეში ვიზიტი იყო, სადაც მოსწავლეებმა ენის ცოდნა გამოავლინეს, გაეცნენ ფრანგულ კულინარიას, მოახერხეს შეკვეთის მიცემა ფრანგულ ენაზე.
იხილეთ ფოტოები: