
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, მოსწავლეები სასწავლო მიზინით სამთავისის სამონასტრო კომპლექსს სტუმრობდნენ.
საქართველო მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ათასობით ძეგლი სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლია სამთავისის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი, სკოლა ჰელიოსის VIII და X კლასის მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის ფარგლებში მოინახულეს აღნიშნული ტაძარი.
მოსწავლეები გაეცნენ ტაძრის არქიტექტურას, მხატვრობას და ფასადების დეკორაციას.
მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: