გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფელ სათხის მუზეუმს სტუმრობდნენ
20-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო.

სკოლის ისტორიის მასწავლებელმა - ლიუბოვ დემინოვამ და ინგლისური ენის მასწავლებელმა - არმინე პალოიანმა მე-5 კლასის მოსწავლეები სოფელ სათხში წაიყვანეს.  

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სოფლის მუზეუმი, რომელიც ინახავს მრავალ საინტერესო ექსპონატს სოფლის ისტორიის შესახებ.

მოსწავლეები გაეცნენ საინტერესო ინფორმაციას თავიანთი კუთხის შესახებ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203