კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახებების შესახებ ილუსტრირებული ნაშრომი შექმნეს
17-05-2024
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ბუნებრივი გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და საზოგადოებასაც მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ. 

ახლახან, „ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი მცენარეთა და ცხოველთა სახეობები. ეწვივნენ საქართველოს წითელი წიგნის ვებპორტალს, აარჩიეს მათთვის უცნობი ან საინტერესო სახეობა და მოამზადეს ილუსტრირებული ნაშრომი, რომლის პრეზენტაციაც კლასში მოაწყვეს.

„ადამიანის ზემოქმედების შედეგად, საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის და მთელი დედამიწის ბუნება უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება სწორედ ამიტომ, საქართველოს ფაუნიდან 135 ცხოველის სახეობა, ხოლო ფლორიდან 56 მცენარის სახეობაა წითელ ნუსხაში შეტანილი“,- აღნიშნავენ სკოლის მოსწავლეები და გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203