მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებული საინტერესო გაკვეთილი გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში
17-05-2024

გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს.

სასწავლო პროცესში აქტიურად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით არის ჩართული ქართულის, როგორც მეორე ენის კათედრა და ეფექტურ სასწავლო გარემოს ქმნის. 

ახლახან, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ნარგიზ პოდოსიანმა მე-12 კლასთან ერთად ჩაატარა გაკვეთილი თემაზე - „ტოლერანტობა“. გარდა იმისა, რომ გაკვეთილი იყო საინტერესო და შინაარსიანი, იგი ასევე მორგებული იყო მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.

საგაკვეთილო პროცესში ჩატარდა არაერთი აქტივობა, კერძოდ, რამდენიმე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს ახალი თემის ათვისება, ამავდროულად, კითხვის, მოსმენის, ლაპარაკისა და წერის უნარების წარდგენა. მასწავლებელმა კი, თავის მხრივ შეეძლო მათი გაგება/გააზრების დონის შეფასება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203