კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა კედლის გაზეთით გადმოცემული მშობლიური ენის ისტორია
16-05-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, III კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ენის ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ბავშვებმა აღნიშნეს, თუ რამდენად მდიდარია ქართული ენა. მათ, ისიც დასძინეს, რომ მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.

მესამეკლასელებმა, ასევე შექმნეს კედლის გაზეთი, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში ეროვნულ სულისკვეთებას აღვივებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203