კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები შეისწავლეს. ამის შემდეგ კი მოიძიეს ინფორმაცია ეროვნული სიმბოლოების: დროშის, გერბის და ჰიმნის ისტორიის შესახებ. ბოლოს კი, შექმნეს საკუთარი კლასის გერბი, ჰიმნი და დროშა.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ეროვნული სიმბოლოების მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: