„წელიწადის დროები“  - გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი და მრავალფეროვანი აქტივობები
16-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ლია გიგოლაძემ  ღია გაკვეთილი თემაზე: „წელიწადის დროები“ ჩაატარა.

გაკვეთილი იყო შინაარსიანი და საინტერესო, სადაც ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობები შეასრულეს. მათ შორის, მოსწავლეებმა წელიწადის დროების მიხედვით, დაალაგეს შესაბამისი თვე.

მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი მასწავლებლის დასახულ მიზანს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203