
უწიგნოდ რომ თვალთახედვის ისარი მოკლეა კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები წიგნის კითხვის მნიშვნელობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
წიგნი საუკეთესო საჩუქარია, ამიტომ მე-3ა კლასის მოსწავლეები წინის საერთაშორისო დღის კამპანიას წიგნის ჩუქებასთან დაკავშირებით ხალისით შეუერთდნენ, ერთმანეთი გაახარეს და საკითხავი ლიტერატურა აჩუქეს.
23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. „იუნესკოს“ გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საინტერესო კამპანიებით აღნიშნავენ.
იხილეთ ფოტოები: