
კერძო სკოლა „ჰელიოსმა“, მხატვარსა და ზღაპრის წიგნის - „ჟირაფი ფუკას“ ავტორს - ქეთი მეზურნიშვილს უმასპინძლა.
მოსწავლეებმა წიგნის ავტორთან ერთად მიზანმიმართული კითხვის სტრატეგიების გამოყენებით წაიკითხეს ზღაპარი, გამოთქვეს საკუთარი აზრი ზღაპრისა და მისი პერსონაჟების შესახებ, გამართეს დისკუსია და დახატეს შესაბამისი ნახატები თავიანთი შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IIა და IIბ კლასის მოსწავლეები მუსიკის პედაგოგისა და ბიბლიოთეკარის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებისთვის დღე მოციებით სავსე იყო, მათთვის სასიამოვნო იყო სტუმართან შეხვედრა და ზღაპრის განხილვა ავტორთან ერთად.
იხილეთ ფოტოები: