
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევიან.
ახლახან, პირველკლასელები „დედაენის“ შემქმნელის, დიდი მეგობრის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
პატარებმა ყურადღებითა და ინტერესით დაათვალიერეს ადგილი სადაც დაიბადა და აღიზარდა მწერალი. საინტერესო დღის დასასრულს კი სახალისო პიკნიკიც მოაწყვეს.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა.
მოსწავლეები ექსკურსიიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და ახალი ცოდნით და ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: