კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა საინტერესო სააღდგომო აქტივობები
10-05-2024
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მასწავლებლები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულისა და ტრადიციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ. 

ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სკოლაში სააღდგომო აქტივობები გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მე-2 კლასის მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ. მათ სააღდგომო თემატიკასთან დაკავშირებული პოსტერი მოამზადეს და პოსტერების კონკურსში დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.

გარდა ამისა, პოსტერების სააღდგომო გათამაშებას მე-4 კლასის მოსწავლეებიც აქტიურად შეუერთდნენ. მათ აარჩიეს მათთვის საინტერესო ქვეყანა და ინფორმაცია სააღდგომო ტრადიციებთან დაკავშირებით მოიძიეს. 

გამონაკლისი არც მე-5 კლასის მოსწავლეები ყოფილან. ისინი სააღდგომო სიხარულს შეუერთდნენ და ულამაზესი სააღდგომო კვერცხები დაამზადეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203