
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეებს არა მარტო შემეცნებითი, არამედ შემოქმედებითი ხასიათის გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც მათ დაინტერესებასა და აქტიურობას იწვევს.
ამჯერად, III კლასის მოსწავლეებმა ფლუგერი შეისწავლეს, შემდეგ კი, სცადეს სხვადასხვანაირი მასალისგან, განსხვავებული ფორმისა და ზომის ფლუგერები დაემზადებინათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს დასახულ მიზნს შესანიშნავად მიაღწიეს, მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
პატარებმა თავიანთი ნამუშევრები, ჯერ კლასში ერთმანეთს წარუდგინეს, დაათვალიერებინეს, ერთმანეთს შექმნის პროცესზე უამბეს და საბოლოოდ, ღია სივრცეშიც განათავსეს.
იხილეთ ფოტოები: