კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მეორეკლასელებმა სპექტაკლი დადგეს
26-04-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეები მოტივაციიტა და ენთუზიაზმით არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში და სასკოლო ღონისძიებებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

მათ შორის აღსანიშნავია, მე-2 კლასელების, მწერალ ალან მილნის ნაწარმოების მიხედვით,დადგმული სპექტაკლი- „ვინი პუჰი“, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

თეატრალური წარმოდგენის სიუჟეტი მოსწავლეებმა ასე გაითამაშეს - თაფლის ძიებისას ვინი და მისი მეგობრები იწყებენ ავანტიურას, რომ იპოვონ იო-იოს დაკარგული კუდი და გადარჩინონ კრისტოფერ რობინი უცნობი მონსტრისგან.

წარმოდგენა შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი და ძალიან სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203