კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებისთვის სპორტულ-გასართობი თამაშები მოეწყო
25-04-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ დიდი ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წახალისებას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპორტული აქტივობა ყოველთვის სახალისოა მოსწავლეებისთვის და რაც მთავარია, საჭიროა, მათი ენერგიულობისა და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. 

ამჯერად, პირველკლასელები დიდი ჟრიამულით ჩაერთნენ სპორტულ თამაშებში, ერთმანეთს კონკურენცია გაუწიეს, ბევრი იმხიარულეს და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისო და მათ სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203