უდაბნოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა  
25-04-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამ მიდგომით, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა ეს დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს: 

  • დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია;
  • გააკეთეს პრეზენტაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით;
  • გამოუშვეს კედლის გაზეთი. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დამრიგებლები: მაია დადვანი, როზა თავაძე, ნონა ნოზაძე დამ ე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამუნა ავალიანი ხელმძღვანელობდნენ. 

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203