„ქართველური ენები ჩვენი სიმდიდრეა!“ - უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო პრეზენტაცია
25-04-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტულ მოტივებზე და ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

ამ მიდგომით, სკოლაში განსაკუთრებით აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები, ცხადია, გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა, რომელსაც მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა. 

აღსანიშნავია, რომ დედაენის კვირეულის ფარგლებში, მე-6 კლასში ჩატარდა პრეზენტაცია, თემაზე  - ქართული სალიტერატურო ენა და ქართველური ენები.

პრეზენტაციის შემდეგ, სკოლაში გაიმართა შეჯიბრი სვანური სიტყვების გამოცნობაში, დევიზით - „ჩვენ ვსწავლობთ სვანურს“

„ქართველური ენები ჩვენი სიმდიდრეა!“,- ეს გახლდათ მოსწავლეთა მოწოდება. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება შემეცნებითი, საინტერესო და სახალისო იყო. ხელმძღვანელი მე-6 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლელი - როზა თავაძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203