„შინაური და გარეული ცხოველები“- გორელოვკის N1 სკოლის პირველკლასელთა სახალისო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
24-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებენ.
ამჯერად, პირველ კლასში, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - კრისტინა ბიჩახჩიანმა ღია გაკვეთილი - „შინაური და გარეული ცხოველები“ ჩაატარა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო.
მოსწავლეებმა და პედაგოგმა ადამიანის ცხოვრებაში შინაური ცხოველების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პირველკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი შინაარსიანი, საინტერესო და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს