კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები განათლების საერთაშორისო გამოფენას ესტუმრნენ
12-04-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ უფროსკლასელებისთვის უკვე ტრადიციად იქცა, ყოველ წელს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ვიზიტი. 

ამჯერადაც, მოსწავლეები Leaf-ის ყოველწლიურ გამოფენას ესტუმრნენ, სადაც გაესაუბრნენ გერმანიის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და სხვა უამრავი ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. 

მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო პროგრამების შესახებ. მეტი გაიგეს საზღვარგარეთ განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე და შესაძლებლობებზე. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები გათამაშებებშიც ჩაერთნენ და დასაჩუქრდნენ საინტერესო, გასართობი, შემეცნებითი პრიზებით.

მოსწავლეებისთვის დღე საკმაოდ ნაყოფიერი, მრავლისმომცველი და სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203