კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
08-04-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა განათლების ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ხალისით შეისწავლეს საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ- ეთნოგრაფიული მხარეები.

საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს ღრმა ისტორიული წარსული და კულტურული მნიშვნელობა აქვს, ყველა კუთხე გამოირჩევა განსხვავებული ტრადიციებით, მატერიალური და სულიერი კულტურითა და წეს-ჩვეულებებით. სწორედ სხვადახვა კუთხის მატერიალური კულტურის ძეგლებს გაეცნენ მე-6 კლასელები, რის შემდეგაც მოიძიეს ინფორმაცია და შექმნეს საინტერესო ჩანახატები.

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას სამაგალითოდ გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203