„კონტინენტები და ოკეანეები“ - გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
08-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთვაზობენ.

მათ შორის, მე-4 კლასში, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ვალენტინა ბდოიანმა საინტერესო ღია გაკვეთილი - „კონტინენტები და ოკეანეები“ ჩაატარა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი იყო შინაარსიანი და საინტერესო, გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობები: მოსწავლეებმა ქაღალდზე დახატეს და კონტინენტები გამოჭრეს. შემდეგ კი, მიამაგრეს პირობითად დახაზულ დედამიწის სფეროზე. მოსწავლეებმა თავისი ადგილი ყველა კონტინენტს მიუჩინეს.

გარდა ამისა, თითოეული კონტინენტი და მათ გარშემო არსებული ოკეანეები დაახასიათეს.

„გაკვეთილი გამოვიდა მეტად სახალისო და საინტერესო, პატარებმა კარგად გაართვეს თავი მასწავლებლის დასახულ ამოცანას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203