კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა ადამიანის ჩონჩხის აგებულება სახალისო აქტივობით შეისწავლეს
05-04-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლა მეტად საინტერესო და თავშესაქცევია

ადამიანის ჩონჩხის შემადგენლობაში 200-ზე მეტი ძვალია. „ჰელიოსის“ VI კლასმა ამ ძვლების ნაწილი უკვე შეისწავლა. შესაბამისი თემის გავლის შემდეგ კლასს ჩაუტარდა სახალისო აქტივობა. მათ ადამიანის ჩონჩხის მულაჟზე, შესაბამისი ძვლისთვის გარკვეულ დროში უნდა მოესწროთ და მიემაგრებინათ ძვლის სახელწოდების ბარათი​.

ბავშვებმა დავალებას სამაგალითოდ გაართვეს თავი და ასევე, ინდივიდუალურად უპასუხეს ჩონჩხთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

აქტივობამ ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეები წარმატებით გაუმკლავდნენ დროის შეზღუდვას და კარგი გამოცდილებაც მიიღეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203