კერძო სკოლა „ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეები ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
05-04-2024
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ. 

მოსწავლეთა მოტივირებისა და არაფორმალურ გარემოში საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით, ახლახან, Vა კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს.

 მოსწავლეები დაესწრნენ ინგლისურენოვან პროგრამას - „From Ritual to ballet“. 

ინფორმაციული შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეები შემოქმედებითი აქტივობით დაკავდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ჰელიოსის“ პედაგოგები ხშირად მიმართავენ გასვლით ღონისძიებებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203