გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა ხელოვნების ისტორიის ლაბირინთებში
05-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში, ხელოვნების მასწავლებელმა - არმინე ჩაფანიანმა ჩაატარა საინტერესო შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე - „ხელოვნების ისტორია“ .

მოსწავლეებმა გაკვეთილზე მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, აკოფ კოჯოიანის, ვალენტინ სეროვისა და რემბრანდტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

მოსწავლეები ცნობილი მხატვრების შემოქმედებას უკეთ გააცვნენ და ცოდნა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი გაკვეთილები ბავშვებს დახვეწილ მხატვრულ გემოვნებას, კრეატიულ და შემოქმედებით უნარ-ჩვევებს უვითარებს.

ეს დღე ძალიან ინფორმაციული, შემოქმედებითი და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203