„სახელოვანი წინაპრები“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
04-04-2024
„წარსული შობს აწმყოს, აწმყო კი მომავალს, შესაბამისად, წარსულის გააზრებას, შემეცნებას, უდიდესი მნიშველობა აქვს როგორც აწმყოს, ასევე მომავლისათვის“,- აღნიშნავენ კერძო სკოლა „ჰელიოსში“, სადაც სწორედ ამ მიზნით, Vბ კლასის მოწავლეებმა იმუშავეს პროექტზე - „სახელოვანი წინაპრები“.
ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია, როგორც ისტორიული წყაროებიდან, ასევე მათ მიერ შესწავლილი მხატვრული და ფოლკლორული ნიმუშებიდან.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის დახმარებით, მოსწავლებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ფრაზის - „წარსული განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს“ მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნული ფასეულობების პატივისცემას ასწავლიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს