გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ევროპელი ავტორების დღე აღინიშნა
02-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, ინგლისური ენის მასწავლებლების - სათენიკ სირაკანიანისა და არმინე პალოიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ევროპელი ავტორების დღეს ეძღვნებოდა. ღონისძიებაში სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ აქტივობები დიდი ხალისითა და მონდომებით შეასრულეს.
მოსწავლეებმა ცნობილი ავტორების ნაწარმოებები წაიკითხეს და მათ შესახებ იმსჯელეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ევროპელ ავტორზე პოსტერი შექმნეს. საინტერესო იყო პრეზენტაცია შექსპირის, მისი მოღვაწეობისა და ცნობილი ნაწარმოებების შესახებ.
ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი იყო ფილმის ჩვენება და აუდიო წიგნების მოსმენა. ღონისძიების ბოლოს კი, გერმანული ენის მასწავლებელმა აიარპი ლევონიანმა პრეზენტაცია გოეთეზე ჩაატარა, მოსწავლეებმა კი მისი ლექსები წაიკითხეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია