„წერტილები კოორდინატთა სიბრტყეზე“- გორელოვკის N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
02-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მათემატიკის მასწავლებლის - ირა გოგილაშვილის ხელმძღვანელობით, მე-7 კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა იყო „წერტილები კოორდინატთა სიბრტყეზე“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში აქტიურად და დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს და მათემატიკის კარგი ცოდნა გამოავლინეს. აქტივობამ დიდი წარმატებით, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„პედაგოგმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები შესთავაზა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს