
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი, მრავალფეროვანი აქტივობებითა და საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ერთვებიან.
ამჯერად, IIIბ კლასში ჩატარდა ვიქტორინა, რომელიც ლოგიკური და მათემატიკური აზროვნებისა და საგანი-მათემატიკის მიმართ ბავშვების სიყვარულის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები გადანაწილდნენ ორ გუნდში და მოუწიათ გადაელახათ, რამდენიმე ჯგუფური ტური: ამოცანების ტური; კაპიტნების ტური და ლოგიკური ამოცანების ტური.
გუნდის თითოეულმა წევრმა წვლილი შეიტანა ქულების მოპოვებაში და საკუთარი მათემატიკური ცოდნა და შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინა
აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და სახალისო პაექრობის შემდეგ, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - „ინტელექტი“.
დღე ემოციებითა და შთაბეჭდილებებით იყო დატვირთული, თითოეული მოსწავლე ხალისით მონაწილეობდა ვიქტორინაში.
იხილეთ ფოტოები: