
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მომდინარეობს, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, სხვადასხვა მიმართულებითაც ვითარდებიან.
ამჯერად წარმოგიდგენთ ხელნაკეთ ორიგინალურ თოჯინებს, რომლებიც მე-2 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა თავად შექმნეს.
„II „ბ“ კლასის გოგო-ბიჭებმა თავიანთი პატარა ხელებით ორიგინალური თოჯინები შექმნეს...
ადამიანები უფრო მეტად მაშინ აფასებენ დეტალებს, როცა ამ ყველაფერს თავად ქმნიან... გიზიარებთ მონდომებითა და სიყვარულით შექმნილ ნამუშევრებს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.