კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელები მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ
29-03-2024
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მასწავლებლები მოსწავლეთა კულტურულ განვითარებასა, მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ. სწორედ თეატრალური ხელოვნებით მოსწავლეთა დაინტერესებას დაეთმო გასვლითი ღონისძიება, რომელიც პირველკლასელთათვის მოეწყო.
მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ და სცენაზე გაცოცხლებული - „რწყილი და ჭიანჭველა“ ნახეს.
„კვლავ დიდი სიყვარულით გვიმასპინძლა ჩვენმა მეგობარმა - მოზარდ მაყურებელთა თეატრმა. ამჯერად, პირველკლასელებმა „რწყილი და ჭიანჭველა“ იხილეს სცენაზე. უკეთ გაიაზრეს მეგობრობის, თანადგომისა და მხარდაჭერის დიდი მნიშვნელობა“,- გვიყვებიან სკლაში, სადაც დღის წესრიგში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარება დგას.