კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები შექმნეს
29-03-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე აისახება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობები, რომლის დროსაც ბავშვები მუშაობენ თიხაზე, ავითარებს ხელის მოტორიკას, წარმოსახვის უნარს და საშუალებას აძლევს მოსწავლეებს საკუთარი იდეები გადმოსცენ ნამუშევარში

სწორედ ამ მიზნით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს თიხის ჭურჭელი და მოხატეს საღებავებით.

„აღნიშნული აქტივობის დახმარებით მოსწავლეებმა შეძლეს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნა. ასევე თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული დავალების შესრულებისას“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203