კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მეხუთეკლასელებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 
26-03-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეების ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სკოლა, 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ კამპანიას შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, VI კლასის მოსწავლეებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი პლაკატები მოამზადეს და თანასკოლელებს გაუზიარეს. 

მოსწავლეები ამ დღის დაარსების  ისტორიას გაეცნენ, მის არსსა და დანიშნულებაზე ისაუბრეს და ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს. 

ცნობისთვის, ამ დღის მიზანია უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედება აუცილებელია. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203