„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ ​- მაღლაკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი 
25-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას სკოლის  I-IV კლასის მოსწავლეები (დამრიგებლები: ბელა ჟორჟოლიანი, ირმა კუპრაშილი, ნანა ჟორჟოლიანი, ლამარა კვერნაძე) და სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიურად შეუერთდნენ და მოაწყვეს ერთობლივი ღონისძიება. 

მოეწყო შემეცნებითი საუბრები. პედაგოგი მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ესაუბრა და მათთან ერთად სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვირეს. 

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, - ამ ლოზუნგის გარსემო გაერთიანებულმა მოსწავლეებმა კი, დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, რომ მეტად ტოლერანტული გარემო შეიქმნას. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203