კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელთა ფერადი ღონისძიება 
19-03-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება თავგადასავლებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და დაუვიწყარი დღეებითაა დატვირთული. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის აკადემიურთან ერთად, ხალისიანი და შემოქმედებითი გარემოსა მოწყობა, სადაც თავიანთ ემოციებს გამოხატავენ და დროს დასამახსოვრებლად გაატარებენ.

სწორედ ასეთი ფერადი, დაუვიწყარო და ემოციებით დატვირთული იყო, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედის დღე და გაზაფხული ერთად მოგვილოცია“. 

ღონისძიება Iკლასში ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ხალისით, საზეიმო განწყობითა და ჟრიამულით ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა ლექსებითა და მხიარული სიმღერებით, დედიკოებს გულები გაუთბეს და დღესასწაული საუკეთესო სურვილებით მიულოცეს. 

ღონისძიების დასასრულს კი, პატარებმა დედებს ყვავილები მიართვეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203