გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა
19-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლის - ზოია სუხორუკოვას ხელმძღვანელობით მათემატიკაში ვიქტორინა ჩატარდა.

ვიქტორინაში მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საკონკურსო პროგრამა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლოგიკური დავალებების ამოხსნაში, აგრეთვე თამაშობებში, რომლებიც ავითარებს მათემატიკურ აზროვნებას.

კონკურსის ბოლოს მოსწავლეებმა სკოლაში კოსტუმირებული ზღაპრები წარადგინეს ჭადრაკის გამოგონების ლეგენდაზე და „გლეხი და ვაჭარი“, სადაც მათემატიკური გამოთვლები იყო საჭირო.

ვიქტორინამ მხიარულ, ემოციურ ფონზე ჩაიარა, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - „მართი კუთხე“.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სხარტი და ლოგიკური აზროვნების გაუმჯობესებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203